ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილის სიტყვაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს გადამწყვეტი
,,ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდადაპირისპირება კვლავ გრძელდება. პარტიაში ამბობენ, რომ პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სიტყვაც კი შეიძლება გადამწყვეტი არ იყოს, რადგან ენმ-ში აზრთა სხვადასხვაობაა.
,,განსხვავებული აზრი, ჩვენი მხრიდან, აღიქმება არა სისუსტედ, არამედ სიძლიერედ, რადგან ვართ ერთადერთი პარტია, სადაც შეიძლება ჩატარდეს არჩევნები, სადაც რეალურად, თითოეულ კანდიდატს შეუძლია გამარჯვება. ერთადერთი პარტია ვართ, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ყველაზე ცნობილი და წარმატებული პოლიტიკოსი, მისი სიტყვაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს გადამწყვეტი, ამიტომაც ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვაქციოთ ჩვენს სიძლიერედ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა.