ირაკლი კობახიძე: შანტაჟის პოლიტიკა დასრულდა – ასეთ პირობებში მიწვევებს მნიშვნელობა არ აქვს
By

ირაკლი კობახიძე: შანტაჟის პოლიტიკა დასრულდა – ასეთ პირობებში მიწვევებს მნიშვნელობა არ აქვს

ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე საქართველოს არმიწვევის საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ „შანტაჟის მექანიზმის“ დასრულება იყო.
მისი თქმით, ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული პროცესები ქვეყნის წინააღმდეგ ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებულიყო და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე დასრულებულია.
„28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ. ამითაც დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა, რომ უნდოდათ სამ თვეში ერთხელ დავეშანტაჟებინეთ, ხან ეს არ მოგვცეს, ხან იქ არ მიგვიწვიეს, ეს შანტაჟი დამთავრდა. არავის არ აინტერესებდა არც ერთი ქვეყნის მიღება ევროკავშირში, ერთადერთი რისთვისაც აინტერესებდათ ეს თემა, იყო შანტაჟი და ჩვენ არ მივეცით ამ ხალხს შანტაჟის საშუალება. საინტერესო არ არის არც შეხვედრებზე მიწვევა, არც ამის გახსნა, არც იმის გახსნა, თუ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება ეს ყველაფერი. არ გვაინტერესებს მათი შანტაჟი. როგორც კი გამოვა ამ საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი.“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

  • No Comments
  • მაისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *