By
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას როგორც არ გამოუვიდა წარსულში, ასე არ გამოუვა მომავალში
,,გვარები იცვლება, მაგრამ არ ცხრება ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სცადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა. ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც,“– განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად და ასეთი მცდელობების განხორციელებას არ დაუშვებს.
„ოპოზიციას ამის უარყოფა რომ უწევდა, ესეც მეტყველებს, რა არის ამ ყველაფრის უკან. ამის უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში როგორც არ გამოუვიდათ, ასე არ გამოუვათ მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.