By
ილია სულამანიძის – ოქრო, გურამ თუშიშვილის – ბრინჯაო
2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა ილია სულამანიძემ, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ გრანდ სლემზე გვასახელა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ამავე გრანდ სლემზე წარმატებით იასპარეზა მეორე ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც + 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრი მაგომედომარ მაგომედომაროვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ამრიგად, ქართველმა ძიუდოისტებმა ლოზანას გრანდ სლემი, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით პირველად ჩატარდა, სამი მედლით დაასრულეს, პირველი ოქროს მედალი საქართველოს ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა.
მანანა ძიძიშვილი