თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა
By

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქული გამოცემა „ანადოლუს“ ინფორმაციით, ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.
თურქული მედიის ცნობით, თურქეთის დიპლომატიური წყაროების განცხადებით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მდგომარეობას.
„თურქეთის საელჩოსა და აჭარაში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დასაცავად ყველა საჭირო ზომას იღებენ“, – აცხადებს წყარო.
ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის გამო სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო. გავრცელებული ცნობებით, თურქული „ბეშიქთაშის“ ქომაგები არ დაემორჩილნენ წესრიგის დაცვისკენ სამართალდამცველთა მოწოდებებს. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა თამაშის დაწყებამდე, რაც შემდეგ სტადიონზეც გაგრძელდა.

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *