თორნიკე ფაღავა პეტერ მადიარის განცხადებას ეხმიანება
By

თორნიკე ფაღავა პეტერ მადიარის განცხადებას ეხმიანება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მედიასთან გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ევრობიუროკრატიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკრატიაში არსებულ კრიზისზე, ყველაფერზე მეტყველებს.

„მადიარი იყო და ალბათ დღემდე არის ევრობიუროკრატიის ერთ-ერთი ფავორიტი ევროპელი ლიდერი. თავად ის ფაქტი, რომ ევრობიუროკრატიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკრატიაში არსებულ კრიზისზე, ყველაფერზე მეტყველებს. მადიარი გაპრემიერების შემდეგ აღიარებს, რომ ევრობიუროკრატიაში არის მმართველობითი კრიზისი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთელი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდი როდესაც საუბრობდა წუხილებზე, არაგულწრფელ დამოკიდებულებაზე, ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან, ვყოფილვართ მართლები. ეს ორმაგი სტანდარტები გავრცელდა არა მხოლოდ საქართველოზე, დღეს უკვე უნგრეთზეც“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე.

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *