ზურაბ პატარაძემ მრავალფუნქციური პოლიკლინიკის მშენებლობა დაათვალიერა
ბათუმში მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი და №1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკა შენდება, ასევე, ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან, საქართველოს პარლამენტის და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ედნარ ნატარიძესთან ერთად სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების ცენტრსა და პოლიკლინიკაში დასრულებულია შენობების კონსტრუქციული ნაწილი. მიმდინარეობს ფასადის, ინტერიერის, საინჟინრო, სახანძრო და გათბობა-ვენტილაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები. რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოების პროექტის ფარგლებში კი დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილი და მიმდინარეობს შავი კარკასის მოწყობა.
სამედიცინო კომპლექსი იქნება თანამედროვე, სრულად ადაპტირებული და მრავალფუნქციური სივრცე, მორგებული როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე.
პროექტის მიმდინარეობას ასევე, გაეცნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
გალერეა


