ვოლოდიმირ ზელენსკი – შესაძლოა, რუსეთში 9 მაისის აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ
By

ვოლოდიმირ ზელენსკი – შესაძლოა, რუსეთში 9 მაისის აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე.

„რუსეთმა 9 მაისს აღლუმი გამოაცხადა, თუმცა ამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ვერ შეძლებენ აღლუმზე იარაღის წარმოდგენას. შესაძლოა, ამ აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ. ეს აჩვენებს, რომ ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორც ადრე“, – აღნიშნა ზელენსკიმ ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს.

„ეს ზაფხული იქნება მომენტი, როდესაც პუტინი გადაწყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ: გააფართოოს ეს ომი თუ დიპლომატიური გზებით გადავიდეს. ჩვენ კი ის დიპლომატიისკენ უნდა წავიყვანოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

  • No Comments
  • მაისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *