ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი დარტყმებს აგრძელებს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ასობით დრონი რჩება და შესაძლოა, დღის განმავლობაში დრონებით თავდასხმების რამდენიმე ტალღა განხორციელდეს.
„რუსეთი დარტყმებს აგრძელებს და ჩვენს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებს მიზანში განზრახ იღებს. ღამით დარტყმები დნიპროსა და ხარკოვში მდებარე საცხოვრებელ და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურასა და პოლტავის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელდა. ჩვენი მებრძოლები ამ თავდასხმებს წინააღმდეგობას უწევენ და მხოლოდ გასულ ღამეს 111 დრონი გაანეიტრალეს“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, „ყოველ ჯერზე, როდესაც ომი ახალი ამბებიდან ქრება, ეს რუსეთს უფრო მეტი სისასტიკისკენ უბიძგებს“.
„უკრაინას თავის დასაცავად შესაძლებლობები ყოველდღიურად სჭირდება და ამის უზრუნველყოფა მხოლოდ ძლიერი ერთობლივი მოქმედებით შეიძლება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.