ვინ არის იგორ ბლაჟევიჩი?
ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით – „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
„ქრონიკის“ ინფორმაციითვე, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.
რაც შეეხება იგორ ბლაჟევიჩს, „ქრონიკისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მან რამდენიმე დღის წინ ოპოზიციას მორიგი ტრენინგი ჩაუტარა, ზოგადად კი, მოასწრო ათზე მეტი ტრენინგის ჩატარება და კონკრეტული დავალებებიც გასცა. არსებული ინფორმაციით, ამ ტრენინგს, ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა ესწრებოდა ორგანიზაცია „ფარის“ დამფუძნებელი დავით გუნაშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ ბლაჟევიჩმა დაავალა „TV.პირველს“ გაეხმაურებინა მოგონილი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე.
ვინ არის იგორ ბლაჟევიჩი და რა დავალებებს გასცემს ის საქართველოში – ღია წყაროებით იძებნება, რომ ის ახლა პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელია. იძებნება სოციალურ ქსელში მისი აქციების მხარდამჭერი აქტივობა. მუდმივად აზიარებს საქართველოში მიმდინარე პროტესტს, აკრიტიკებს, ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მათ შორის გამჭვირვალობის კანონს. სულ ბოლოს, მოძიებული ინფორმაციით, საჯაროდ ის 2025 წელს თინა ხიდაშელთან, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველთან ერთად გამოჩნდა, ღონისძიებაზე იყო მოდერატორი. ამ ღონისძიებაზე ლაპარაკობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე. ახლა კი, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწერს.