ექთნის დღე მიულოცეს
By

ექთნის დღე მიულოცეს

12 მაისს მსოფლიო ექთნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1974 წელს მიიღო გადაწყვეტილება, ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი დაწესებულიყო. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

კვალიფიციური ექთანი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა და პაციენტის მკურნალობის სწორად წარმართვა და ხარისხიანი მოვლა მათ საქმიანობაზეა დამოკიდებული.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარი ზანაქიძე და ლელა სურმანიძე მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ, ექთნებს პროფესიული დღე მიულოცეს და პაციენტებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ მათი მნიშვნელოვანი წვლილისა და პროფესიონალიზმის აღსანიშნავად ექთნებს სიგელები გადასცა.

– პროფესიულ დღეს გილოცავთ ყველა ექთანს და მადლობას გიხდით ყოველდღიური თავდადებისა და ზრუნვისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებას და შრომის ღირსეულ დაფასებას, – ითქვა შეხვედრაზე.

 

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *