ელისო ბოლქვაძე იაპონიის ელჩს შეხვდა
By

ელისო ბოლქვაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კულტურის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობის მიერ კულტურის სფეროში განხორციელებული საგრანტო მხარდაჭერისთვის (Japanese Grant Assistance for Cultural Grassroots Programs), რომლის ფარგლებშიც, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს ერთი როიალი და 15 ფორტეპიანო გადაეცა.

თავის მხრივ, ელჩმა მზაობა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები

ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, იაპონელი პიანისტი  უსუი ტოშიკი, მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელი კომპანიის KAWAI Europa GmbH-ის პრეზიდენტი ნორიკაძუ ტაკადა და საქართველოში იაპონიის საელჩოს თანამშრომლები.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *