ელენე ხოშტარია გეგმური სამედიცინო შემოწმებისთვის თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
By

ელენე ხოშტარია გეგმური სამედიცინო შემოწმებისთვის თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს

პატიმრობაში მყოფი, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში ეტლით შეიყვანეს.

„დროას“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანა დაახლოებით თვეში ერთხელ, გეგმური სამედიცინო შემოწმებისა და კონკრეტული პრეპარატის მიღების მიზნით ხდება.

„როგორც შეთანხმდნენ, დაახლოებით თვეში ერთხელ, გადაჰყავთ კლინიკაში შემოწმებაზე, თვეში ერთხელ უწევს კონკრეტული პრეპარატის გაკეთება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ნორმალურია, რომ ვთქვა, გამოჯანმრთელდა, ასე არ არის. ამ დროისთვისაც თოდუას კლინიკაშია“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ელენე ხოშტარია რამდენიმე თვის წინ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებიდან ის რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 27 სექტემბერს დააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ „დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დააკავეს. ხოშტარიამ ბანერზე წარწერა „რუსული ოცნება“ გააკეთა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა პოლიტიკოსმა გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

ელენე ხოშტარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს  სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოსამართლე გიორგი არევაძემ ხოშტარია დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *