By
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი – თურქმენეთში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაციას აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ქერიმბერდი კურბანოვი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილს დაგეგმილი აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თანათავმჯდომარის რანგში, საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომას წარუძღვება.