By
დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტეს თითქმის სრულად ვაკონტროლებთ
აშშ-მა ირანში დარტყმების ახალი სერია განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, რადარის სისტემებს, საზღვაო და საკომუნიკაციო ობიექტებს დაარტყეს.
მოგვიანებით, ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, იორდანიასა და ერაყში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მომხდარს ეხმაურება.
„საერთოდ არ მაინტერესებს, მოაწერენ თუ არა ხელს მათთვის უვარგის შეთანხმებას. ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია უფრო მეტად მომწონს, როდესაც ჩვენ ჰორმუზის სრუტეს თითქმის სრულად ვაკონტროლებთ, ხოლო მათი ეკონომიკა სრულ კოლაფსს განიცდის. ისინი უბრალოდ, გარდაუვალი შედეგის დადგომას ელიან“, – წერს ტრამპი.