დოკუმენტური ფილმის – „ყველაფრიზმი: მარადიულნი“ ჩვენება გაიმართა
By

დოკუმენტური ფილმის – „ყველაფრიზმი: მარადიულნი“ ჩვენება გაიმართა

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის დრამატულ თეატრში ბერდია კუტუბიძის დოკუმენტური ფილმის – „ყველაფრიზმი: მარადიულნი“ ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და კინომოყვარულები ესწრებოდნენ.

ცოტნე ანანიძემ ფილმის ავტორს საინტერესო ნამუშევრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა:
„შავი ზღვა ყოველთვის იყო ცივილიზაციებისა და კულტურების შეხვედრის ადგილი. აღსანიშნავია ბერდია კუტუბიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ქართული კულტურისა და ისტორიის საინტერესო ეპიზოდებს გვახსენებს. მოხარული ვარ, რომ ფილმზე იმუშავა ადამიანმა, რომელიც გემოვნებითა და განსაკუთრებული ხედვითაა გამორჩეული“.

ფილმი ქართული ავანგარდის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ილია ზდანევიჩის, ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას ასახავს და მაყურებელს XX საუკუნის კულტურული და სახელოვნებო პროცესების უნიკალურ ისტორიას აცნობს.
კინოჩვენება ფესტივალის პროგრამის ნაწილია. კლასიკური მუსიკის პარალელურად, ფესტივალი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაციასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას ემსახურება.

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *