დენის სალუქვაძემ ციტრუსის მოსავლის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა
By

დენის სალუქვაძემ ციტრუსის მოსავლის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორ შოთა ცუკოშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ციტრუსის სეზონზე ასოციაციის სამაცივრე მეურნეობების გამოყენების შესაძლებლობებზე, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და აგრარულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არსებული ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, კერძო სექტორთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ციტრუსის მოსავლის სათანადო შენახვას, ხარისხის შენარჩუნებასა და რეალიზაციის პროცესის გაუმჯობესებას.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე ამირან თავდგირიძე და ასოციაციის წევრი მამუკა თურმანიძე ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *