დედამიწის დღე – გარემოზე ზრუნვის საერთო პასუხისმგებლობა
22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება. გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პლანეტის დაცვაში აქტიური ჩართულობა.
ეს დღე პირველად 1970 წელს, ამერიკელი სენატორის გეილორდ ნელსონის ინიციატივით აღნიშნეს და დროთა განმავლობაში გლობალურ მოძრაობად იქცა. დღეს დედამიწის დღე 190-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით – დასუფთავების აქციებით, საგანმანათლებლო კამპანიებითა და ეკოინიციატივებით. ასეა საქართველოშიც.
დედამიწის დღე გვახსენებს, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენი შექმნილია და სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული მისი დაცვა. ბუნებაზე ზრუნვა მხოლოდ ერთდღიანი აქტივობა არ არის, ეს ყოველდღიური პასუხისმგებლობაა, რომელიც მომავალ თაობებს უფრო ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს შეუნარჩუნებს.