დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა
By

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვალერია კირლიუკს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა და განმარტავდა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები. დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
თავად ვალერია კირლიუკი დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, დაურ ბუავა თბილისში, საკუთარ ბინაში, 28 აგვისტოს გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც, ორივე შეუძლოდ გახდა. გამოძიების ვერსიით, კირლიუკმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში მიატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა.
კირლიუკი 29 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე გამოძიება ასევე, მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

  • No Comments
  • აგვისტო 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *