დავით მათიკაშვილი: ,,პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობა“ განულების პირასაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ კრიზისზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტიას საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ აქვს.
„პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობა“ განულების პირასაა. მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ აქვთ და მხარდაჭერის პოვნას უცხოეთში ცდილობენ. სახეზეა მათ რიგებში კვალიციფიური კადრების არარსებობაც, მათ რიგებში არიან პოლიტიკურად გაცვეთილი სახეები. მათი მიზანია, რომ ოპოზიციიდან როგორმე საქართველო დააზიანონ. ჯამში, ლიდერომანია სჭირთ, რასაც ვხედავთ პოლიტიკური ავანსცენიდან. სააკაშვილი თავისი არსით და „პოლიტიკური წონით“ იმ მიზიდულობის წერტილს წარმოადგენს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში ჭაობს უფრო მეტად აღრმავებს. სააკაშვილი რომ პოზიტიურად მოქმედებდეს პროცესებზე, ეს შედეგებში გამოჩნდებოდა. ეს ადამიანი ის აგენტია, რომელიც ბოლო კოზირის ფუნქციად გამოიყენეს მაშინ, როცა საქართველოში დესტრუქციის მოსაწყობად არაჟნებით სავსე კონტეინერით შემოაპარეს. ეს ის სიმძიმეა, რაც რადიკალიზმს ჭაობში კიდევ უფრო მეტად ძირავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.