დავით მათიკაშვილი – ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა
By

დავით მათიკაშვილი – ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა

Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.

აღნიშნულს, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა.

„თუ არ მოხდა ყველა ქვეყნის ნება სურვილის გათვალისწინება, რის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი, გამოდის, რომ მმართველობის იმ ფორმას ძალიან უახლოვდება, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *