გივი მიქანაძე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა
By

გივი მიქანაძე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ანდრი ბუტენკოს შეხვდა. ინფორმაციას  სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. გივი მიქანაძემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ინიციატივები გააცნო. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის სამეცნიერო-კვლევით სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით ახალი შეთანხმების გაფორმებას.

ანდრი ბუტენკომ გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის და მოსწავლეებისთვის უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდების ორგანიზებისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *