„გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც სურთ ევროპის ნაწილი იყვნენ“
By

„გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც სურთ ევროპის ნაწილი იყვნენ“

„შვედეთი გააგრძელებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანების მიმართულებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების გვერდით მტკიცედ დგომას, რომლებსაც სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *