ბულინგის პრევენციისთვის
By

ბულინგის პრევენციისთვის

ქედის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე : „საზოგადოებაში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“.

ღონისძიების მიზანი იყო სასწავლო დაწესებულებებსა და საზოგადოებაში ძალადობის, დაშინებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება, ტოლერანტული გარემოს მხარდაჭერა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ურთიერთობების ხელშეწყობა.

ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2012 წელს გამოაცხადა, ხოლო საქართველოში ეს დღე 2015 წლიდან აღინიშნება.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • მაისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *