ბრეხტის „მრგვალი და მახვილი თავები“ – ბათუმის სცენაზე
By

ბრეხტის „მრგვალი და მახვილი თავები“ – ბათუმის სცენაზე

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრმა მაყურებელს ახალი სპექტაკლი – „მრგვალი და მახვილი თავები“ წარუდგინა.
რეჟისორმა გიორგი მეტონიძემ გერმანელი დრამატურგისა და რეჟისორის ბერტოლდ ბრეხტის ნაწარმოები თანამედროვე ხედვით გააცოცხლა და მაყურებელს მისი ორიგინალური ინტერპრეტაცია შესთავაზა. სპექტაკლმა ბათუმელი მაყურებლის დიდი ინტერესი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
საჩხერის თეატრის გასტროლის მიზანი რეგიონულ თეატრებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, შემოქმედებითი კავშირების განვითარება და ახალგაზრდების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა იყო.
სპექტაკლს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ირმა აბულაძე და ბადრი ნაკაშიძე, კულტურის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები და ხელოვნების მოყვარულები დაესწრნენ.

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *