ბელგიელის რეკორდი გააუმჯობესა
1990 წელს ბელგიელმა ვალტერ არქეილმა კბილებით 281,5 კილოგრამი სიმძიმე ასწია და აქამდე მსოფლიო რეკორდიც მას ეკუთვნდა. ბელგიელმა 41,5 კილოგრამით გააუმჯობესა შუახეველი ნუგზარ გოგრაჭაძის რეკორდი. ნუგზარს ასევე შეძლო 18 ტონიანი სატვირთო ავტომობილის კბილებით 228 მეტრზე გაწევა, მატარებლის 5 ვაგონის, საერთო წონით 228 ტონა, კბილებით 4,5 მეტრზე გაწევა და 1050 ტონის სიმძიმის მატარებლის 12 ვაგონის მხრებით გაწევა.
23 წლის განმავლობაში ნუგზარ გოგრაჭაძე უცხოეთში იმყოფებოდა. ამიერიდან ის აჭარაში ცხოვრობს და 52 წლისა ისევ აქტიური სპორტითაა დაკავებული. ბათუმში საქართველოს ძლიერ მამაკაცთა და მთიელთა ეროვნული ფედერაცია ასპარეზობებს ატარებდა „შავი ზღვის ღია თასზე“. ამ ასპარეზობზე ნუგზარ გოგრაჭაძემ კბილებით 286 კილოგრამი და 200 გრამი სიმძიმე ასწია. მის რეკორდს მალე მსოფლიო აღიარება ექნება.
ცოტნე ცაბაძე