ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღეს
By

ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ბათუმში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *