ბათუმში თურქი ფლეიტისტის საღამოს უმასპინძლეს
By

ბათუმში თურქი ფლეიტისტის საღამოს უმასპინძლეს

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქალაქ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში, მსოფლიოში აღიარებული თურქი ფლეიტისტის, ანტალიის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სოლისტის ლელია ბაირამოღულარის კონცერტი სახელწოდებით „მეგობრობის მელოდიები“  გაიმართა.

საღამოზე შესრულდა ცნობილი თურქი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები, ასევე, აჟღერდა ქართველ კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის სონატა.

პროგრამის ფარგლებში, თურქმა ფლეიტისტმა შეასრულა სოლო ნომრები და უცხოელი კომპოზიტორების მიერ მისთვის დაწერილი კომპოზიციები. ლელია ბაირამოღულარს კონცერტმაისტერობას უწევდა სვეტა ურუშაძე.

კონცერტს ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-კონსული თალჰა ბაიეზითი და მოწვეული სტუმრები.

 

  • No Comments
  • ივნისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *