By
ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დასახელდა
ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust-მა ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ისეთ ცნობილ ევროპულ მიმართულებებთან ერთადაა ნომინირებული, როგორებიცაა ბრიუსელი, პორტო, პრაღა, ბერლინი, მადრიდი, ვალენსია, ბუდაპეშტი, დუბლინი, ათენი, ბოლონია, სტამბოლი და ბორდო.
ბათუმთან ერთად, 2026 წლის Reader Travel Awards-ზე ქვეყნების კატეგორიაში საქართველოა ნომინირებული.
ნომინაციებისთვის ხმის მიცემა მსურველებს 27 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
გამარჯვებული ნოემბერში, ლონდონში გამართულ Wanderlust Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.