ბათუმის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
By

ბათუმის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან.

გიორგი ცინცაძემ ახლადდანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მჭიდრო დღის წესრიგი და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმსა და თურქეთის ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

მერიის ინფორმაციით, მხარეებმა ბათუმის, როგორც შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული და საინვესტიციო ჰაბის მზარდ როლსა და მაღალ პოტენციალზე ისაუბრეს, მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად ითანამშრომლონ კონკრეტული ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ბანუ თერზიოღლუ.

  • No Comments
  • აპრილი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *