ბათუმელებმა ყველას აჯობეს
By

ბათუმელებმა ყველას აჯობეს

აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის 2026 წლის სპორტული სეზონის რიგით მეორე შეჯიბრება გამართა. აჭარის პირველობას დიდებში შუახევის სპორტულმა ცენტრმა უმასპინძლა.

შეჯიბრება გახსნა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ, რომელმაც ისაუბრა 2026 წლის გეგმებზე, გამოწვევებსა და ფედერაციაში არსებულ სიახლეებზე. მან მადლობის სიგელები გადასცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ომარ ტაკიძეს, შუახევის სპორტული ცენტრის დირექტორ რამინ ჯოიძეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფედერაციის საქმიანობის მხარდაჭერასა და შეჯიბრების წარმატებით ჩატარებაში.

ასპარეზობის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მირიან აბაშიძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა ფრიდონ დავითაძემ, შუახევის სპორტული ცენტრის დირექტორმა რამინ ჯოიძემ.

შეჯიბრება გამოირჩეოდა დაძაბული ორთაბრძოლებით. განსაკუთრებით გამორჩეული სანახაობა იყო ქართულ ჭიდაობაში აჭარის ორ-ორგზის აბსოლუტური ფალავნების – რუსლან შავაძისა და თამაზ ბედინაძის ასპარეზობა, რომლებმაც 90 და +90 კგ წონით კატეგორიებში დამაჯერებლად მოიპოვეს პირველი ადგილები და ფალავნის ტიტულები.

სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს

ალეკო სუხიტაშვილმა (ბათუმი), გოჩა ფუტკარაძემ (შუახევი), ანრი სურმანიძემ (ქედა), თომა გელაშვილმა (ბათუმი), მარად გორგაძემ (ქედა), გიორგი გელაძემ (ხულო), დაჩი შერიფაძემ (ბათუმი), ბაჩანა ცინცაძემ (ქედა), ომარ აბაშიძემ (ქობულეთი),რუსლან შავაძემ (ქობულეთი), გიორგი ქოქოლაძემ (ბათუმი), გოგიტა ზოიძემ (შუახევი), აბსოლუტურ წონაში: თამაზ ბედინაძემ (ბათუმი), თამაზ დიასამიძემ (ბათუმი), ანრი ნაკაშიძე (ქედა).

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და თასებით, ხოლო პირველადგილოსნები – ფულადი პრიზებითაც.

პირველობის შედეგებით დაკომპლექტდა აჭარის დიდების ნაკრები, რომელიც 24-26 აპრილს ახმეტაში, საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

პირველობა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აპრილი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *