By
ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო
ბათუმის ძველ ბულვარში, ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟის შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.
სამუშაოების ფარგლებში, კეთილმოეწყო ტერიტორია, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, განთავსდა საბაღე სკამები და დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა. სკვერის ტერიტორიის დამატებითი გამწვანების მიზნით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია დეკორატიული ნარგავების დარგვა.
ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი სკვერის პროექტი, რომელიც ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა შეიმუშავა, კომფორტული და თანამედროვე დასასვენებელი გარემოს განვითარებას ემსახურება.
გალერეა


