ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურა
ქედის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს აშენებენ. ამ ეტაპზე სამუშაოები დაბა ქედაში, ვაიოში, არსენაულსა და უჩხითში სრულდება.
დაბა ქედაში 570 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარზე არმირების სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია არსებული 475 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარის შეკეთება და ტევადობის გაზრდა, პარალელურად, წყლის და წყალარინების ქსელები შენდება.
სოფელ ვაიოში 100 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარი მოეწყობა. ამ ეტაპზე კედლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს და 50 კუბური მეტრი წყლის სატუმბი სადგური შენდება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის ჯამში 7 სოფელსა და დაბა ქედაში ჩატარდება.
ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურით 1 330 ოჯახი ისარგებლებს.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
