By
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.
ზურაბ პატარაძემ იაპონიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაუსვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს – JICA-ს მხარდაჭერით აჭარაში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებებიც.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ გააქტიურდება მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, რაც მხარეთა თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.