By
„აჭარა – გმირთა სამჭედლო“
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ქართული მწერლობის „ამაგდარის“ წოდებისა და სხვა რეგალიების მფლობელი, 7 წიგნის ავტორი თამაზ დარჩიძე მკითხველის წინაშე ორტომეულით – „აჭარა -გმირთა სამჭედლო“ წარსდგა. თითოეული ტომი 600 გვერდზე მეტი მოცულობისაა და ერთხელ კიდევ წარმოაჩენს იმ მამულიშვილების ღვაწლს, რომლებმაც საქართველოს განუყოფელი კუთხე – აჭარა, დღევანდელობამდე მოიტანეს.
თამაზ დარჩიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძეს შეხვდა და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს უახლოეს გეგმებზე ესაუბრა, ახლად გამოცემული წიგნებიც უსახსოვრა.
ოთარ ცინარიძე