აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, 2026 წლის 22 აგვისტოდან 22 ოქტომბრამდე, 1069 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 331 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 233 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 148 – გურიაში, 98 – შიდა ქართლში, 68 – სამცხე-ჯავახეთში, 55 – ქვემო ქართლში, 53 – აჭარაში, 51 – მცხეთა-მთიანეთში, 22 კი კახეთში.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 2 თვეში, თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 10 ფაქტია გამოვლენილი.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 927 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 60 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 50 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 32 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.