By
ამინდი აღარ გამოკეთდა
ნოემბერში მოსულმა უხვმა ნალექებმა საქმე და საზრუნავი მოუმატა აჭარის საავტომობილო გზებისა და ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს. მეწყრული პროცესები, ქვათა ცვენა გააქტიურებულია ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, ხეობებსა და სოფლებში მისასვლელ გზებზე. სტიქიას უმკლავდებიან მექანიზატორები. მუნიციპალიტეტებში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის საშუალებით, დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდა ეტაპობრივად, აქტიურად მიმდინარეობს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, დამეწყრილი გზების გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო, რომელიც ძირითად მიმართულებებზე დასრულებულია.
თამაზ მგზავრიძე