აგროსექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებული მოდელი
By

აგროსექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებული მოდელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა –  „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებული მოდელია.

პროგრამა მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას.

გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს პრიორიტეტული სექტორების მიზნობრივ შერჩევას, რაც ხელს შეუწყობს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას და მაქსიმალურ შედეგს.

პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა.

 

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *