Fox News-ის ინფორმაციით, ტრამპმა BBC-ის წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა
By

Fox News-ის ინფორმაციით, ტრამპმა BBC-ის წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა. იგი 2024 წელს მომზადებულ დოკუმენტურ ფილმ „პანორამას“ ეხება, სადაც მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლის სიტყვები დამახინჯებული იყო.

სარჩელში ტრამპი BBC-ს ბრალს სდებს ცილისწამებასა და უსამართლო სავაჭრო პრაქტიკაში, რამაც ადამიანები შეცდომაში შეიყვანა. თითოეული დარღვევისთვის ტრამპი ანაზღაურების სახით 5 მილიარდ დოლარს ითხოვს. თეთრი სახლის ლიდერმა სარჩელი ფლორიდის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. მოპასუხეები BBC და BBC Studio Production-ი არიან.

„ოდესღაც პატივსაცემმა, ხოლო ახლა შერცხვენილმა BBC-მ პრეზიდენტ ტრამპს ცილი დასწამა განზრახ, ბოროტად და მისი გამოსვლა გააყალბა, რათა 2024 წლის არჩევნებში ჩარეულიყო. BBC-ი პრეზიდენტ ტრამპის მოღვაწეობის გაშუქებისას დიდი ხანია ატყუებს საკუთარ აუდიტორიას, და ეს ყველაფერი მისი მემარცხენე პოლიტიკური დღის წესრიგის გამო ხდება. პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი სარჩელი პასუხისმგებლობას დააკისრებს BBC-ს ცილისწამებისთვის და არჩევნებში ჩარევისთვის ზუსტად ისე, როგორც პასუხისგებაში მიეცნენ სხვა ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი მედიები“, – აღნიშნავს ტრამპის იურიდიული გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

  • No Comments
  • დეკემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *