19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
By

აშშ-ში მიტინგების დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენა

ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას ჩNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები, მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ის სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ. კერძოდ, სანტა-ანა, სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი, ატლანტა, ლუისვილი და დალასი. პოლიციის ცნობით, ამ ქალაქებში ასეულობით მონაწილე დააკავეს. ატლანტაში აქციის მონაწილეები საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (IჩE) შენობის წინ შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.
ამასთან, პროფკავშირების ლიდერებმა პროფკავშირების გავლენიანი ხელმძღვანელის დევიდ უერტას გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. ამ მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა ბოსტონში, პიტსბურგში, შარლოტში, სიეტლში, ვაშინგტონსა და რამდენიმე სხვა შტატში, მათ შორის კონექტიკუტსა და ნიუ-იორკშიც. მოგვიანებით, დევიდ უერტა გირაოთი გაათავისუფლეს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად ჯარების განლაგების გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკან არ დაიხევს: `ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს. ჩვენ მხარს დავუჭერთ FBI-ის აგენტებს, რომლებიც ძალადობრივ დამნაშავეებს აკვირდებიან; ასევე, გვარდიის წევრებს, ადგილობრივ პოლიციას და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც წესრიგს აღადგენენ და IჩE აგენტებს, რომლებიც ჩვენი იმიგრაციის კანონებს აღასრულებენ~.
ჯერ კიდევ 9 ივნისს განცხადება გაავრცელა ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა და მიმდინარე მოვლენებში ბრალი ტრამპის ადმინისტრაციას დასდო: `რასაც ჩვენ ლოს-ანჯელესში ვხედავთ, ადმინისტრაციის მიერაა გამოწვეული. ხალხმა მშვიდობიანად უნდა გამოიყენოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროტესტის უფლება. არ გვსურს ადმინისტრაციის სასარგებლოდ ვიმოქმედოთ. ვმუშაობთ ოფიციალურ პირებთან ერთად, ვაგროვებთ რესურსებს, მაგრამ ვხედავთ ქაოსს, რომელიც ადმინისტრაციის მიერაა პროვოცირებული~.
დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის კიდევ 2000 ჯარისკაცის განლაგება დაამტკიცა. მისი თქმით, პოლიციისა და გვარდიის შეურაცხყოფის უფლებას დემონსტრანტებს არ მისცემს და თუ ძალადობის ნიშნები იქნება, ამ ქმედებას სათანადო პასუხს გასცემენ.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *