უეფა: ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ჩატარების გადაწყვეტილება თურქულმა მხარემ მიიღო
By

უეფა: ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ჩატარების გადაწყვეტილება თურქულმა მხარემ მიიღო

ბათუმში გამართული უეფას ევროპა ლიგის მატჩის ადგილმდებარეობის შეცვლის გადაწყვეტილება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. ამის შესახებ უეფა სპეციალურ განცხადებაში განმარტავს, სადაც შეხვედრის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის მიზეზებსა და მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება.
უეფას ცნობით, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ორგანიზაციას აცნობა, რომ „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის შეხვედრა სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე ვერ გაიმართებოდა. გადაწყვეტილება თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების რეკომენდაციებისა და მითითებების საფუძველზე იქნა მიღებული. იმავე შეტყობინებაში, ახალ სათამაშო ადგილად საქართველოში, ბათუმის სტადიონი დასახელდა.
„როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, არც ეს შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი: უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი, შესაბამისად, მას არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა უსაფრთხოების საკითხებზე და არც მასზე კონტროლი ჰქონდა. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებითა და მათ მიერ, საკუთარი უფლებამოსილებისა და იურისდიქციის ფარგლებში განხორციელდა.
ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება, რამაც მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სექტორში ჩაერია, რათა აღეკვეთა თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები“, – აღნიშნულია უეფას განცხადებაში.

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *