By
აჭარა-ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ბარსელონის ტურისტულ გამოფენაზე გაუწია.
საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთ მსხვილ გამოფენაზე „IBTM World Barcelona 2026“-ზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, გაიმართა საქმიანი შეხვედრები მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან და ინფლუენსერებთან.

ვიზიტიორები სამი დღის განმავლობაში ბათუმის და, ზოგადად, საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. საქართველოს სტენდთან გამართულ აქტივობებს ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდიაც ესწრებოდა.