მინისტრმა მოცვის ბაღი მოინახულა
By

მინისტრმა მოცვის ბაღი მოინახულა

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში იმყოფებოდა, სადაც სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“  ფარგლებში დაფინანსებული მოცვის ბაღი მოინახულა და დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის განცხადებით, აჭარაში ლურჯი მოცვის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, სამინისტრო კი აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვისა და ახალი ბაღების გაშენების მიმართულებით. მისივე თქმით, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, ისე საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

ფერმერ ლია მენაღარიშვილს 2026 წელს, პროგრამის ფარგლებში, დაუფინანსდა 1 ჰექტარზე მოცვის ბაღის გაშენება, რაც მოიცავს 3 000 ძირი მოცვის ნერგის დარგვას, სარწყავი სისტემისა და მულჩირების მოწყობას.

მოცვის ნერგების დარგვის პროცესს ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები

 

  • No Comments
  • ნოემბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *