„რუსეთ-აშშ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ გაიმართება“
By

„რუსეთ-აშშ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ გაიმართება“

რუსეთ-აშშ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ გაიმართება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის ჩატარების საკითხი „დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და ზოგად სიტუაციაზე“.

„გახსოვთ, რატომაც გაუქმდა წინა რაუნდი, რომელიც, ერთი შეხედვით, შეთანხმებული იყო, მაგრამ შემდეგ თავად უკრაინელებმა ჩაშალეს. თქვენ ხედავთ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. ვფიქრობ, ეს არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩავატაროთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *