საინფორმაციო შეხვედრა – „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში
By

საინფორმაციო შეხვედრა – „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში

კამპანიის – „ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მისი მიზანი ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისა და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ შუახევში არსებული პირველადი ჯანდაცვის ცენტრების, თემის სამედიცინო პუნქტების წარმომადგენლები, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ქალები.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

შეხვედრა შუახევის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ფატი ჭაღალიძემ გახსნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, პროფესიით ექიმმა სოფიო ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფატი ხალვაშმა, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა, ექიმ-მამოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რუსლან ბოლქვაძემ ,, ვარდისფერი ოქტომბრის“ მნიშვნელობაზე, აჭარის მთიანეთში მცხოვრები ქალბატონების ჩართულობასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს, მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისა და რეგულარული სამედიცინო შემოწმების აუცილებლობის შესახებ, ყურადღება გაამახვილეს დაავადების დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე, რაც მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

შეკრებილებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე.

შეხვედრას ის ქალბატონებიც ესწრებოდნენ, რომლებიც დროული მკურნალობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდეგ, აქტიური ცხოვრების წესს დაუბრუნდნენ. მათი სახელით მაია კეჟერაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ მკურნალს, ცალკეულ პიროვნებას, რომლებიც გვერდით დაუდგნენ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *