აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის გეგმებს ამუშავებენ
აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის გეგმებს ამუშავებენ, – ინფორმაციას ერთ-ერთი გამოცემა ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ახალი სამხედრო ოპერაცია აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დაიწყოს.
ოფიციალური პირების ცნობით, განახლებული სამხედრო მოქმედებები მოკლევადიანი, მაგრამ ინტენსიური იქნება.
ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა გეგმის დეტალები მიმდინარე კვირაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განიხილა.
როგორც გამოცემა წერს, ახალი იერიშების სამიზნე ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბირთვული ობიექტები, რაკეტებისა და დრონების საცავები იქნება.