„მზად ვართ, განვაახლოთ სამმხრივი მოლაპარაკებები“
By

„მზად ვართ, განვაახლოთ სამმხრივი მოლაპარაკებები“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანახმაა, რომ ნოემბერში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდეს. ინფორმაციას პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ავრცელებს.

როგორც უშაკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, თანხმობა მოლაპარაკებების განახლებაზე პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე გამოხატა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა სტივ უიტკოფს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ჩვენ, პრინციპში, მზად ვართ განვაახლოთ სამმხრივი მოლაპარაკებები 10-20 ნოემბერს მთავარი თემის გარშემო. ეს თემა ეხება კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინისა და რუსეთისთვის უსაფრთხოების სისტემის შექმნას“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინა-რუსეთი-აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში, აბუ-დაბიში გაიმართა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *