შეხვედრა-ქობულეთში
„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქალთა ჯანმრთელობისა და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება „ქართული ოცნების“ ქობულეთის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ჩართულობით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის ხაზგასმას, სკრინინგის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და პრევენციული გამოკვლევების პოპულარიზაციას.
შეხვედრის მონაწილეებს მოწვეული სტუმრის სტატუსით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე მიესალმა. მან „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო მკერდის ჯანმრთელობას, დაავადების ადრეულ გამოვლენასა და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას. მამოლოგმა თემურ გოგიტიძემ მონაწილეებს თემატური ლექცია წარუდგინა და სკრინინგული გამოკვლევების აუცილებლობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა