ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა – ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
ტყის მართვის გეგმა წარმოადგენს გრძელვადიან დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის რესურსების დაცვისა და მართვის ძირითად მიმართულებებსა და შესაბამის ღონისძიებებს.
საჯარო განხილვის ფარგლებში, მონაწილეებს ტყის მართვის გეგმის პროექტი და მასში წარმოდგენილი ძირითადი საკითხები გააცნეს. დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოედგინათ.
ტყის მართვის გეგმის პროექტი მტირალასა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე 2025 წელს ჩატარებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების საფუძველზე მომზადდა. ინვენტარიზაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, შპს „გის“ და საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ განხორციელდა.