მაკა ბოჭორიშვილი – მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ტრიბუნა მაღალ დონეზე ყოფილიყო გამოყენებული
By

მაკა ბოჭორიშვილი – მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ტრიბუნა მაღალ დონეზე ყოფილიყო გამოყენებული

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაფასა.

მისი განცხადებით, ქვეყნის მეთაურის მხრიდან სწორედ ის აქცენტები გაკეთდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„აქ რეალურად მსოფლიოს ყველა ქვეყნის თვალი და ყურია მოპყრობილი, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ტრიბუნა მაღალ დონეზე ყოფილიყო გამოყენებული, რაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაკეთდა.

ასევე, გარდა გამოსვლისა, მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლებლობა გვქონდა, მონაწილეობა მიგვეღო სხვადასხვა ღონისძიებაში, რაც საინტერესო და საყურადღებო იყო საქართველოსთვის. არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, მათ შორის, კოლეგებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი სამომავლო თანამშრომლობების განვითარების კუთხით და ეს ვიზიტი სწორედ ამისთვის იქნა კარგად გამოყენებული,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *